სურნელი ეფემერულია თავისი ბუნებიდან გამომდინარე და მაინც, იგი გვეხმარება ძლიერი ასოციაციის ჩამოყალიბებაში.

გასაკვირი არ არის, რომ საფირმო სურნელი ისეთივე მოდის ატრიბუტი და ინდივიდუალობის გამოხატულებაა, როგორც ჩვენი გემოვნება ტანსაცმლისა და აქსესუარების მიმართ. უხილავი, მაგრამ ყოველთვის შესამჩნევი, იგი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები.

დააჭირე (უკან) ან (შემდეგი) ბორბალის დასატრიალებლად

Female fragrances Male fragrances

არომატების ოჯახი
არომატების ქვეოჯახი
დრო
შემთხვევა
არომატების ოჯახი
არომატების ქვეოჯახი
დრო
შემთხვევა
Female fragrances
Male fragrances

არომატების ოჯახი
არომატების ქვეოჯახი
დრო
შემთხვევა
არომატების ოჯახი
არომატების ქვეოჯახი
დრო
შემთხვევა

სად უნდა მივიპკურო არომატი?

სად უნდა შევინახოთ ის?

რომელი კონცენტრაცია არის საუკეთესო ჩემთვის?

აქ არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც ყველას აინტერესებს.

წაიკითხე, რათა იპოვო პასუხები და გახდე ექსპერტი შენი სუნამოს არომატის მდგრადობისა და ინტენსივობის მაქსიმიზაციაში.

უპირველეს ყოვლისა, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო ტერმინს სუნამოების სამყაროდან, რათა გქონდეთ ზუსტი წარმოდგენა, რაზე საუბრობთ, როდესაც მომხმარებელს ახალი სურნელის მოსინჯვას სთავაზობთ!

  • ზედა ნოტები : რომლებსაც ასევე უწოდებენ გამხსნელ ან საწყის ნოტებს, როგორც წესი, ყველაზე მსუბუქია კომპოზიციაში და უსწრაფესად ქრება.
  • შუა ნოტები : ეს ნოტები ნაკლებად არამდგრადია, ისინი ჩნდება მაშინ, როდესაც ქრება ზედა ნოტები და წარმოადგენს სუნამოს გულს.
  • ქვედა ნოტები ეს არომატის საბოლოო, ყველაზე მდგრადი ნოტებია, რომლებიც მაღლა იწევს, ერევა შუა ნოტებს და ახდენს ხანგრძლივ შთაბეჭდილებას.

არ გაუსვა მაჯები ერთმანეთს! გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ამ გზით თქვენი კანი არ შთანთქავს უფრო მეტ სუნამოს, არამედ თქვენ აიძულებთ ზედა ნოტებს გაქრეს უფრო სწრაფად, რაც სურნელს აკარგვინებს საკუთარ ძალას.

ოსტატი-პარფიუმერები

Elise Benat

“როდესაც ვქმნი სუნამოების კომპოზიციას, ვხედავ მთლიან სურათს. როგორც ფოტოგრაფი, ჩემს სუნამოებს სურათის სახით წარმოვიდგენ.”

მეზღვაურების ქალიშვილი ელისი ხმელთაშუა ზღვის მძაფრი სურნელებით გარშემორტყმული გაიზარდა. როგორც თინეიჯერმა, მან მთელი წელი ნავზე გაატარა თავის ოჯახთან ერთად და სურნელოვანი ზღვის ნიავის სასიამოვნო მოგონებები სამუდამოდ აისახა მის გონებაში.

ელიზ ბენის ფორმულები აგებულია ინგრედიენტების გარშემო. მოგზაურობის მდიდარ პირად ისტორიაზე დაყრდნობით, იგი აქცევს სიტყვებს არომატებად და ქმნის დახვეწილ, არაჩვეულებრივ კომპოზიციას.

Emilie Coppermann

“მე მიყვარს სურნელი, რომელსაც სიურპრიზის ელემენტი აქვს... ბრწყინვალე შეხება, რომელიც გაღიმებს.”

ემილისთვის პარფიუმერია უფრო მეტია, ვიდრე - მოწოდება. სუნამოების შექმნის ნიჭი მდგომარეობს მის მხიარულ ბუნებაში, სიახლეების ძიებისადმი მიდრეკილებასა და ექსპერიმენტებისადმი უშიშარ მიდგომაში, მაგალითად: ტრადიციული მამაკაცური და ქალური ნოტების შერევა.

14 წლის ემილის საბედისწერო შეხვედრამ Rochas House-ის პარფიუმერთან გახადა იგი "განწირული", გამხდარიყო ოსტატი-პარფიუმერი. 20 წლის შემდეგ მგზნებარე პარიზელმა ამ დარგში უამრავი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა.

Nathalie Lorson

“ჩემი ბაღი არის ადგილი, სადაც ვპოულობ არომატების ახალ სამყაროს, რომლებიც ყოველ დღე შთამაგონებენ.”

იაპონიაში მოგზაურობით უსასრულოდ შთაგონებული ნატალი აღწერს თავისი არომატების სტილს, როგორც ჰარმონიის ძიებას. ეს იგრძნობა რბილი, მშვიდი და მგრძნობიარე ინგრედიენტებისა და კომპოზიციების არჩევაში.

აღიარებული ოსტატი-პარფიუმერი ნატალი ლორსონი სუნამოების შექმნის შთაგონებას ბუნებასა და მოგზაურობაში პოულობს. 2016 წლის დეკემბერში მას მიენიჭა წოდება ოსტატი პარფიუმერი - უმაღლესი ტიტული სუნამოების ინდუსტრიაში.

Aliénor Massenet

“მე ვფიქრობ სუნამოზე ფერებისა და ფორმების თვალსაზრისით... ისევე, როგორც ხელოვნების ან არქიტექტურის შთამბეჭდავი ნამუშევრები.”

უკიდურესად დამოუკიდებელმა და ცოტათი მეამბოხე ელიონორმა საკუთარი თავის გამოხატვის გზა სუნამოებში იპოვა. იუველირის მსგავსად, რომელიც ძვირფას ქვებს ირჩევს, მას უყვარს მდიდარი და დახვეწილი ინგრედიენტები. იგი ხშირად ქმნის სუნამოს ერთი თემატიკის, კონკრეტული ინგრედიენტის გარშემო, იქნება ეს რომი, ტყავი თუ სეზამი.

ელიონორის გამოხატვის იდეალური საშუალება სუნამოების შექმნაა. მან ისწავლა ჩვენი დროის სამი უდიდესი ოსტატი პარფიუმერისგან.